ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას მიმართა, რომ იუსტიციის მინისტრს აუხსნას ვინ არიან ქვეყნის მეგობრები.

ბოკერიამ პარტნიორების კრიტიკაზე თეა წულუკიანის რეაგირება "პოლიტიკური ბოღმად" შეაფასა.

"ბატონო გიორგი, როგორ ბრძანეთ თქვენ? ის ხალხიო: სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის, საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო. ხო ასე ბრძანეთ? იქნებ, ეგ ამბავი, რომ ეგრეა, თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი — ქალბატონი წულუკიანი, იქნებ მაგას აუხსანთ ეგ და ბატონ რომან კაკულიასაც, ეგეთი ევროპა არ გვინდაო", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე მიმართა გიორგი გახარიას კითხვით, მოხსნის თუ არა თეა წულუკიანს მინისტრის პოსტიდან იმის გამო, რომ პარტნიორების კრიტიკას მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას ადარებს, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ წულუკიანს "დააწინაურებს".