ბათუმში აქციაზე, სავარაუდოდ, ათზე მეტი ადამიანი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციას დაახლოებით ერთი თვის წინ დაკავებული ორი ადამიანის ახლობლები მართავდნენ, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეკრებიულების თქმით, ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე უკანონოდ დააკავეს და დღეს სწორედ ამას აპროტესტებდნენ.

აქციაზე მყოფი ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა.

On.ge დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია აქციაზე დაკავებული ადამიანების ზუსტი რაოდენობის შესახებ.

გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, დღეს აჭარის მთავრობასთან ჩატარებულ აქციაზე ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების ახლობლები აცხადებდნენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ამის შემდეგ აქცია გაგრძელდა და შეკრებილებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.