პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო პოლიციას საკმარისად ბევრი საქმე ჰქონდა და გაურთულდებოდა იმის შემოწმება, მანქანაში წინა სავარძელზე ოჯახის წევრი იჯდა თუ არა. ასე უპასუხა მან კითხვას იმაზე, რატომ იყო აკრძალული მანქანაში წინა სავარძელზე ჯდომა.

"კარგით ახლა რა. მანქანებში წინ ჯდომა დღესაც არ შეიძლება ტაქსებში იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიურად ეს არის რისკი. მაშინ, როცა ერთი ოჯახის წევრებზე ვსაუბრობთ, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ამ წესთან დაკავშრებით არსებობდეს. გავიგე, მაგრამ მაშინ, როცა შს სამინისტროს და პატრულს ჰქონდა უამრავი საქმე, ამის კონტროლი, ვინ ვისი ოჯახის წევრია, იყო ძალიან რთული.

უფრო მეტსაც გეტყვით, გულწრფელად, ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი მობილობის დასაგდებად და მერწმუნეთ, ამან სერიოზული შედეგებიც გამოიღო", — განაცხადა მან.

პირად ავტომობილებში წინა სავარძელზე ჯდომა რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შეზღუდული. უკანა სავარძელზე კი მხოლოდ ორი ადამიანის ჯდომა შეიძლებოდა. დღეის მდგომარეობით წინა სავარძელზე ჯდომა შეზღუდულია ტაქსებშიც.