საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფეხბურთის მატჩების განახლებაზე მუშობა დასაწყებია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ოღონდ ჯერ მაყურებლების გარეშე. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ქართული ოცნების დეპუტატის, ლევან კობიაშვილის კითხვის პასუხად, მას არ დაუკონკრეტებია, როდის აღდგება საფეხბურთო მატჩები.

"მაყურებლების გარეშე უნდა დავაკვირდეთ, ალბათ, ორი კვირა, ერთი თვე და მერე ნელ-ნელა შეიძლება ყველასთან ერთად. რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს, რაც მნიშვნელოვანია", — განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფებრუთის მატჩები შეწყვეტილი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის ზოგიერთი ჩემპიონატი რამდენიმე დღის წინ განახლდა.