პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მაღაზიათა ქსელის, სუფთა სახლის გაჩერება მობილობის შეჩერებასთან იყო დაკავშირებული და ეს კომპანიის წარმომადგენლებმაც გაიგეს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში ოპოზიციის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ისეთი კამპანია აიწია ამ სუფთა სახლზე, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა... მე რატომ უნდა დავთვალო [სუფთა სახლის ზიანი]? სუფთა სახლს ჰყავს დამფუძნებლები, დირექტორი ჰყავს და ფინანსური დირექტორიც ჰყავს. იმათმა დათვალონ და თუ უნდათ, მერე მიჩივლონ კიდევ, სახელმწიფოს", — აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის თქმით, სუფთა სახლის ნომენკლატურის ყიდვა მოქალაქეებს სხვა მაღაზიებშიც შეძლოთ და მისი ორი კვირით დახურვა, მობილობის მობილობას უწყობდა ხელს.