პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში მისი პარლამენტში მისვლა და დეპუტატების კითხვების მოსმენა "არასასურველ ემოციებს გამოიწვევდა. დღეს, 27 მაისს პარლამენტში კორონავირუსთან ბრძოლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:

"პარლამენტის რეგლამენტი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოსულიყო საპარლამენტო მდივანი. მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. მაშინაც, როდესაც ამ შესაძლებლობას ვიყენებდი, ვიცოდი, რომ მოვიდოდი თქვენთან [პარლამენტში], როდესაც ეს ყველაფერი დასრულდებოდა.

რამდენიმე მიზეზი მქონდა ამისთვის. პირველი: კანონს არ ვარღვევდი; მეორე: მართლა დაძაბული გრაფიკი იყო და მესამე: პროცესში, აი აქ დგომა, მაშინ როდესაც ეს იყო შუა პროცესი, ძაან გახურებული იყო ყველაფერი და ზედმეტი ემოციები ჩემთვისაც და თქვენთვისაც იქნებოდა არასასრუველი".

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და რიგი შეზღუდვების გამო ოპოზიცია პრემიერის პარლამენტში მისვლას ითხოვდა. მის ნაცვლად მათთან საპარლამენტო მდივანი მივიდა, რომელზეც დეპუტატების ნაწილი ამბობდა, რომ საკმარისი ლეგიტიმაცია ვერ ექნებოდა მათი კრიტიკის საპასუხოდ.