High Fidelity-სა და Little Fires Everywhere-ის შემდეგ სტრიმინგ სერვისი Hulu მაყურებელს კიდევ ერთ ახალ დამაინტრიგებელ სატელევიზიო შოუს შესთავაზებს: Love, Victor.

სერიალი 2018 წელს გამოსული ფილმის Love, Simon-ის შთაგონებით შეიქმნა და მისი სიუჟეტიც ფილმში ნაჩვენებ სამყაროში ვითარდება, ოღონდ სხვა პერსონაჟების ისტორიების შესახებ მოგვითხრობს.

Love, Simon ცნობილი რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც თინეიჯერი გეის გამოწვევებით სავსე ცხოვრებას აცოცხლებს და ფილმის სპინოფ სერიალშიც მსგავს თემატიკას უნდა ველოდოთ: მთავარი გმირი ვიქტორი თავის სექსუალობაში გარკვევას ცდილობს.

Love, Victor-ის პირველი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

აღსანიშნავია, რომ სერიალს თავდაპირველად დისნეის სტრიმინგ სერვისისთვის Disney+ აწარმოებდნენ, თუმცა საბოლოოდ შოუ ჰულუზე გადავიდა: დისნეიში მიიჩნიეს, რომ სერიალი მოზარდებისთვის შესაფერის შინაარსობრივ დეტალებს შეიცავდა (მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულება).

ახალი შოუს სცენარისტები ელიზაბეტ ბერგერი და აიზეკ აპტეიკი არიან, რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა თინეიჯერული გეი დრამის Love, Simon-ის შექმნაში.

Love, Victor-ის პირველ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება და მისი პრემიერა 19 ივნისს შედგება.