მიხეილ ყაველაშვილი

27 May. 2020, 15:19

მინდა, მადლიერება გამოვხატო და მადლობა გითხრათ მთლიანად სამთავრობო გუნდს, უწყებათაშორის საბჭოს, ჩვენს მედპერსონალს, ყველას. არ შეიძლება ეს არ აღვნიშნო, იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც გაუმკლავდნენ პანდემიას, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ საქართველო.

ეს აუცილებლად აღსანიშნავი იყო და ამას ვერ ავუვლი გვერდს, განსხვავებით ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა, რომლებმაც ვერა და ვერ გამოხატეს მადლიერების გრძნობა. ერთადერთი ელენე ხოშტარია იყო წინა სხდომაზე, ვინც გაბედა და განაცხადა და მადლობა გადაუხადა მთავრობას. სხვა არც ერთი, სხვათა შორის, ჩვენგან წასული დეპუტატებისგანაც არ გამიგია მთავრობის მიმართ მადლობის გადახდა. სამწუხაროა ეს.

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში მთავრობას მიმართავს. საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ