ვისკონსინის შტატში ხმებს თავიდან დაითვლიან
ვისკონსინის შტატის საარჩევნო კომისიამ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 კვირის შემდეგ, ხმების ხელახალი დათვლის მოთხოვნა მიიღო. ამ შტატში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დემოკრატ ჰილარი კლინტონს მცირედით მოუგო.
BBC-ის ინფორმაციით, კომისიაში მოთხოვნა მწვანეთა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯილ სტეინმა შეიტანა.
ჯილ სტეინი ასევე აპირებს ხმების ხელმეორედ დათვლა მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში მოითხოვოს.
თუ ხმათა თავიდან დათვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი ვისკონსინში მოიგებს, ის მხოლოდ ამ შტატის განახლებული შედეგით მაინც ვერ დაეწევა ტრამპს, თუმცა საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმით უპირატესობა ექნება.
ტვიტერზე ვისკონსინის შტატის კომისიამ დაადასტურა ხმების ხელახლა დათვლის პეტიციის მიღება და განაცხადა, რომ დეტალებს მალე გამოაქვეყნებენ.
ჯილ სტეინის თქმით, ხმათა განმეორებითი დათვლის პროცესი მომავალ კვირაში დაიწყება. მოთხოვნის შეტანის ბოლო ვადა პარასკევი იყო. ამერიკელებმა პროცესების დასაფინანსებლად სტეინს 5 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეუგროვეს.
საარჩევნო უფლებების იურისტები კანდიდატებს მოუწოდებდნენ, მოეთხოვათ ხმების თავიდან დათვლა, რადგან საბოლოო შედეგები წინასწარი შედეგებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა სამ შტატში - ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში.
რამდენიმე დღის წინ, კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა რამდენიმე შტატში რუსეთიდან შესაძლო კიბერ თავდასხმის საშუალებით არჩევნები გაყალბდა და საბოლოო შედეგების ცვლილება ამან გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ხმებს ელექტრონულად ითვლიან. დამოუკიდებელმა მკვლევარებმა დღეს ასევე განაცხადეს, რომ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამერიკაში რუსული პროპაგანდა მოქმედებდა.
პენსილვანიაში ხმების დათვლის მოთხოვნის შეტანის დედლაინი ორშაბათია, მიჩიგანში - ოთხშაბათი.
რესპუბლიკელი ტრამპის საპრეზიდენტო ადმინისტრაციას, რომელმაც სამივე შტატში სულ მცირედით მოუგო კლინტონს, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ჰილარი კლინტონის მიერ მოპოვებულმა ხალხის ხმებმა, ტრამპის ხმებს 2,1 მილიონით გადაასწრო. წაიკითხეთ ჩვენი სტატია, რატომ გახდა ტრამპი პრეზიდენტი, როცა კლინტონს მეტი ხმა აქვს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები