The Girl with the Dragon Tattoo-ს მიხედვით სერიალს გადაიღებენ
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნული თვისებებისა და საინტერესო სიუჟეტური ხაზის მქონე პერსონაჟის, ლიზბეთ სალანდერის შესახებ ახალ სერიალს იღებენ.
Amazon გეგმავს, რომ შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის მილენიუმის ტრილოგიით ცნობილი წიგნების სერიის მიხედვით, რომელიც სამ წიგნს — გოგონა დრაკონის ტატუთი, გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა და გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია — აერთიანებს, ახალი სატელევიზიო შოუ შექმნას.
სტიგ ლარსონის ამ ცნობილი წიგნების ას მილიონზე მეტი ეგზემპლარია მთელ მსოფლიოში გაყიდული, თუმცა ახალი სერიალი მათი პირდაპირი ეკრანიზაცია არ იქნება: შოუს შემქმნელები დამოუკიდებელ სერიალს გადაიღებენ მთავარი პერსონაჟის, ლიზბეთ სალანდერის შესახებ და მის ისტორიას თანამედროვე დროში განავითარებენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეასრულებს მთავარ როლს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაყურებლებს უკვე სამი სხვადასხვა ეკრანიზაცია და სალანდერის როლზე სამი სხვადასხვა მსახიობის შესრულება უნახავთ: 2009 წელს შვედური ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ნუმი რაპასი ასრულებს; 2011 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო ტრილოგიის პირველი წიგნის მიხედვით ფილმი რუნი მარას მონაწილეობით; 2011 წელს კი ეკრანებზე ფედერიკო ალვარესის The Girl in the Spider's Web გამოვიდა, რომელშიც კლერ ფოი თამაშობს.
მომავალი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ენდი ჰარიესი იქნება, რომელსაც აქამდე ისეთი ცნობილი სერიალების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა The Queen, The Crown და Outlander.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები