თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ივნისიდან ყველა გამგეობაში მუნიციპალური სერვისების მიწოდება აღდგება. ამის შესახებ მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ერთადერთი რაც მუშაობდა, ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები.
პირველი ივნისიდან ყველა მიმართულებით, სადაც დროებითი შეფერხება გვქონდა
და მუშაობა შეჩერებული იყო, სერვისების მიწოდება განახლდება. ათივე
გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას
მოემსახურება", — აღნიშნა კალაძემ.

როგორც მერმა განმარტა, მუნიციპალურ სერვისებთან ერთად მუშაობას განაახლებენ:

  • ადმინისტრაციული ერთეულების საჭიროების განმხილველი კომისიის სხდომები;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები;
  • თბილისის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები;
  • კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები;
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების სხდომები;
  • დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხის განმხილველი კომისიის სხდომები.

კალაძის თქმით, მერიის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან პირადი დაცვის საშუალებებით.

ამავე თემაზე: