Inca-ს ხელნაკეთი სიზმრისმჭერები და აქსესუარები, რომელთა გარეშეც ზაფხულს არ უნდა შეხვდე
"6 წლის წინ, როცა ჩემი შვილი დაიბადა, გადავწყვტე, მისი მშვიდი ძილისათვის სიზმრების მჭერი შემეძინა. ვერ ვნახე ადგილობრივი წარმოების კედლის საკიდები, გამოწერით კი არც ისე იაფი ჯდებოდა. ვიყიდე საჭირო ნივთები და პირველი შექმნილი საკიდი მეგობარს გავუზიარე, მან კი მასობრივი წარმოების დაწყება მირჩია", — გვიყვება ინკას დამფუძნებელი გვანცა კორძახია.
მას სურდა, სახელი განსხვავებული, დასამახსოვრებელი და თემატური ყოფილიყო, ამიტომ, ეცადა, სიზმრისმჭერის ისტორიას დიდად არ დაშორებოდა, თუმცა, მაინც ასოციაცია ჯიმ მორისონის ბავშვობის ინდიელთან ჰქონდა (ფილმიდან The Doors). ასეთივე დაკვირვებით და თითოეული დეტალის მნიშვნელობით შეიქმნა ლოგო, შემდეგ კი ყველაფერი უკვე სოციალურმა ქსელმა გააკეთა — დაიწყო ინკას გაყიდვები, მომხმარებლებს ონლაინიდან უკვე რეალურ სივრცეში სურდათ გადმონაცლება და სტენდიც სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებზე გამოჩნდა.
იმისათვის, რომ პროდუქცია მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო, უფრო გაააფერადა და ხის სახლების დამატებით მყუდროება შესძინა. მოგვიანებით დაიწყო ჰედდრესების, თმის სარჭების, სამკაულების, საქორწილო გაფორმებების და მოთხოვნიდან გამომდინარე სხვადასხვა აქსესუარის შეთავაზება.
"ინკას აქტივობებში სულ იყო ჩართული ჩემი შვილი. თავიდან მხოლოდ ფერების დალაგებით, ელემენტარული დავალებების შესრულებით შემოიფარგლებოდა, ახლა კი უკვე ტუტორიალსაც კი წერს ბავშვებისათვის — როგორ გააკეთონ სიზმრისმჭერი კარანტინით გაბეზრებულებმა", — გვიყვება გვანცა. ნელ-ნელა ინკა დედა-შვილის მიკრო ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ იქცა.
ინკას მომხმარებელი ფერადი და პოზიტიურია. ძირითადად მანქანის საკიდებით და თმის სარჭებით ინტერესდებიან. არის რამოდენიმე რჩეული დიზაინი, რომელიც უცვლელად სურს მომხმარებელს, თუმცა სიახლეებისთვის გამუდმებულ მზაობას გამოხატავენ. "6 წლის განმავლობაში ერთი შეკვეთაც არ ყოფილა, როცა დამკვეთი უკმაყოფილო იქნებოდა ნივთის და მომსახურების ხარისხით ან დიზაინით". სწორედ ეს გამოარჩევს ინკას სხვა ხელნაკეთი ბრენდებისგან — "მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ჩვენი პროდუქტი ყველასთვის არ არის, ვთვლი, რომ ინკამ უკვე დაიმკვიდრა სახელი ხელნაკეთი აქსესუარების ქართულ ბაზარზე", — ამბობს ის.
"ყოველი შეკვეთის ბოლოს, ყველაზე მეტად, მომხმარებლის ემოციას ველოდები. როდესაც აღფრთოვანებას, თბილ სიტყვებს და გულწრფელ აღტკინებას ვხედავ, ვხვდები, რომ ღამეების თენება და ყოველი მილიმეტრის გაზომვა ნამდვილად ღირდა" — აღნიშნავს გვანცა.
მსოფლიო პანდემიამ, რა საკვირველია, ინკასაც შეუქმნა პრობლემა. საკმაოდ იკლო გაყიდვებმა, შესაბამისად, დაკარგული სამსახურის ფონზე, შემცირდა შემოსავალიც, მაგრამ სამუშაო მასალებს ყოველთვის ცოტა უფრო მეტს ყიდულობდა, ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ, მარაგის ფონზე მუშაობა არ შეუჩერებია, არ გაზრდილა ფასები და რიგ შემთხვევებში მომხმარებელს მიტანის უფასო სერვისსაც სთავაზობს. ინკას კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ის ორიგინალური საჩუქარია და დამზადება ბრენდისა და თემატიკის ფერებში ხდება.
გვანცა გვიყვება, რომ ინკა ოჯახური, თბილი, მეგობრული და ძალიან პოზიტიური ბრენდია, რომელიც, კარგი იქნება, თუ ონლაინიდან რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს. მას სურვილი აქვს, სამომავლოდ სავაჭრო ცენტრებში ინკას კუნძულები, ბევრი ფერი და ყოველდღიური საჩუქარი იყოს.
სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები