იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლედ წასვლას არ აპირებს.

მისი თქმით, ის აპირებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩაერთოს. რაც შეეხება მოსამართლეობას, წულუკიანი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა ადამიანმა "მოწიფულ ასაკში" ისურვოს.

"მინდა მათ ვუთხრა, ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა. მე მაქვს გეგმა, რაც მათთვის კიდევ უფრო უსიამოვნოა, მე ვაპირებ, რომ ამ არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ვიყო ჩართული. თუკი მათ შერჩათ ელემენტარული ლოგიკის უნარი, ერთი მეორეს გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, სჯობს, რომ ისინი მოემზადონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ეს ანომალიური ენერგია არ დახარჯონ არარსებულ თემებზე. რაც შეეხება სამოსამართლო პოზიციას, მე ევროპულ სასამართლოში ვარ ნამუშევარი და იმ მიდგომას ვიზიარებ, რომ მოსამართლეობა ადამიანმა შეიძლება გაცილებით მოწიფულ ასაკში ისურვოს", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.