აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი პოსტი მან ტვიტერში გამოაქვეყნა.

"ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად ველით საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინსვლასა და კეთილდღეობას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", — წერს რიში.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს აღნიშნავს.