ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ბევრი ადამიანი განიცდის ეიფორიასა და კუნთების კანკალს, რაც მონდომებისა და იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ სხეული კომფორტის ზონიდან გამოვიდა და თავს ძალა დაატანა. გამოუცდელები ხშირად ფიქრობენ, რომ კიდურების ცახცახის მიზეზი ვარჯიშის დაწყებაა, რაშიც არ ცდებიან.

თუმცა, კანკალის მიზეზი შესაძლოა ისეთი ფაქტორებიც იყოს, რაც ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა. მათი ცოდნა ვარჯიშის რუტინის რეგულაციაში დაგეხმარებათ.

1. ძილის ნაკლებობა

ფოტო: Giphy

თუ კარდიოს გაკეთებას უძინარი ღამის შემდეგ ეცდები, მზად იყავი, რომ შენი კუნთები ამ გამოწვევას ვერ გაუძლებს. ძილი სხეულს ენერგიის აღდგენაში ეხმარება და მისი ნაკლებობით მოდუნებულ კუნთებზე ძალის დატანება არც ისე კარგი იდეაა. ფიტნეს ექსპერტები ამ დროს საკუთარი სხეულის მოსმენას, დასვენებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვარჯიშს გირჩევენ.

2. მეტისმეტი ძალდატანება

ფოტო: Apple

აქტიურობა და ტონუსში ყოფნა უმნიშვნელოვანესია. უამრავი კვლევა მეტყველებს, რომ უმოძრაობა სხვადასხვა დაავადების წინაპირობა შეიძლება გახდეს. საკუთარ თავზე ძალის დატანება ვარჯიშის დროს აუცილებელიც კია, მაგრამ თქვენს თავს ამოსუნთქვის საშუალებაც მიეცით. თუ სავარჯიშო დარბაზში შესვლიდან 10 წუთში თქვენი სხეული კანკალს იწყებს, დროა დაისვენოთ.

3. რუტინიდან ამოვარდნა

ვარჯიშის დაწყება არასდროსაა გვიანი, თუმცა არც იმის მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ სასურველ შედეგს 2 კვირაში იხილავთ. მწვრთნელები დამწყებებს ურჩევენ, რომ გამოწვევები, როგორიცაა კონკრეტული ვარჯიშის რაოდენობა და ხანგრძლივობა ეტაპობრივად გაზარდონ. კუნთების კანკალის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ დამწყები ხართ და სხეული ძალიან გადატვირთეთ.

4. დეჰიდრატაცია

სხეულის სათანადო ფუნქციონირებისთვის და კუნთოვან ქსოვილში ელექტროლიტების არსებობისთვის წყალი აუცილებელია. თუ საკმარის სითხეს არ იღებთ, შესაძლოა რომ უმარტივესი ვარჯიშის შესრულებაც კი გაგიჭირდეთ. ჯანმრთელობის სპეციალისტები ვარჯიშის დაწყებამდე დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღებას გვირჩევენ.

5. შაქრის დონე სისხლში

ფოტო: Giphy

კუნთების კანკალის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ თქვენს ორგანიზმსა და სხეულს მეტი "საწვავი" სჭირდება. ვარჯიშის ერთ-ერთი მიზანი ხომ სწორედ კალორიების დაწვაა. მიირთვით მცირე ულუფები ვარჯიშამდე 1 საათის განმავლობაში ეცადეთ, არაფერი ჭამოთ. თუ ენერგიის ნაკლებობის მიზეზი ნატრიუმისა და კალიუმის ნაკლებობა იყოს, რის დაბალანსებაშიც ბანანი დაგეხმარებათ.