საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, როცა ქართულ ოცნებას ხისტი უარი უთხრა, მაშინ დაიკავა პრეზიდენტის ფიცისა და ქართული საზოგადოების პოზიცია. ამ თემაზე მენ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მარგველაშვილმა ეს პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას, რა იყო მისი გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

"ჩემი აზრით, მე ყველაზე მეტად ჩემს ფიცს, რომელიც აბსოლუტურად ყოველწუთს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებებსა განმაპირობებელი იყო, როცა პრეზიდენტი ვიყავი, ჩემ ფიცს და ქართულ საზოგადოებას ვემსახურე მაშინ, როცა პირველად მივხვდი, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელთან ერთადაც მე გავიმარჯვე, რომლის მადლობელიც ვიყავი, რომლის გარდაც მე პოლიტიკური კავშირები არ მქონია, ამ პოლიტიკურ ძალას ვუთხარი ძალიან ხისტი უარი და დავიკავე ჩემი ფიცისა და ქართული საზოგადოების პოზიცია. მაშინ აბსოლუტურად მარტო დავრჩი", — თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ემსახურა სამშობლოს, რადგან პრინციპების დათმობით კეთილთანამშრომლობას ღირებულებები "ანაცვალა".