ისრაელის პრეზიდენტი, რუვენ რივლინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განვითარებას, პრეზიდენტის მისალოც წერილს სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს. რუვენ რივლინი საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს.

"მოხარული ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კარგი ურთიერთობითა და თანამშრომლობით, რომელიც ეფუძნება დაახლოებით 2,600 წლოვან ებრაელთა საქართველოში ცხოვრების ძალიან დიდ ისტორიას. [...] ისრაელი და საქართველო დღეს საერთო ბედს იზიარებენ, რადგან ჩვენ ორი უძველესი ისტორიის მქონე ხალხი ვართ, რომლებიც ახლად წარმოქმნილ და ახალგაზრდა დამოუკიდებელ ქვეყნებს ვფლობთ", — აღნიშნულია წერილში.

ისრაელის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველანაირ ძალისხმევას დებენ იმისთვის, რომ ისრაელი იყოს პირველი ქვეყანა, რომელთანაც პანდემიის შემდეგ ტურიზმი და საჰაერო მიმოსვლა აღდგება.