ნენსკრა ჰიდრომ ეკონომიკის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ — სს ნენსკრა ჰიდრომ ეკონომიკის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული დახმარება საქართველოს პროექტის ინვესტორმა — კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-მა გამოუგზავნა.
კომპანიამ კორეიდან 100 უკონტაქტო თერმომეტრისა და 200 ერთეული სამედიცინო სპეცტანსაცმლის ჩამოტანა უზრუნველყო. აღნიშნულ დახმარებაში K-water-ის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად შეიტანეს წვლილი.
"ამ საქველმოქმედო აქტით გვსურს, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს კორეაში და კორეის წარმომადგენლობას საქართველოში მათი მხარდაჭერისთვის. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, დავამარცხოთ პანდემია. ჩვენი კომპანია სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სოციალური პასუხისმებლობის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში არაერთ პროექტს ახორციელებს. გასულ წელს ნენსკრა ჰიდროსა და კორეული K-water-ის დაფინანსებით ჭუბერის ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა, ხეობებში ვახორციელებთ პროფესიული განათლების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. 2017 წლიდან დღემდე კოპმპანიამ სოციალურ პროექტებზე 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა", — განაცხადა სს ნენსკრა ჰიდროს აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნიანგ კიმმა.
სს ნენსკრა ჰიდრო კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1 219.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები