ბრაზილიის აბორიგენ მოსახლეობაში COVID-19-ით სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელია
CNN-ის ცნობით, ხშირ შემთხვევაში საავადმყოფოებიდან მოშორებით დასახლებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო ბრაზილიის აბორიგენ მოსახლეობაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.
აბორიგენი ხალხის უფლებების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, აბორიგენ მოსახლეობაში Covid-19-ით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად ბრაზილიაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია Articulation of Indigenous Peoples of Brazil-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ 900 000 აბორიგენი ადამიანი ცხოვრობს და უკვე მათი ინფიცირების 980 შემთხვევა დაფიქსირდა, 125 მათგანი კი გარდაიცვალა. ეს სიკვდილიანობის ძალიან მაღალი — 12,6%-იანი მაჩვენებელია, მაშინ, როცა მთელ ბრაზილიაში იგივე მაჩვენებელი 6,4%-ია.
ოფიციალური სახელმწიფო უწყებები იმავე სტატისტიკის განსხვავებულ ციფრებს გვთავაზობენ: მხოლოდ 695 ინფიცირების შემთხვევა და 34 გარდაცვლილი. სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტროს განსხვავებული მონაცემები იმით შეიძლება აიხსნას, რომ ისინი ტრადიციულ სოფლებსა და კლინიკებში რეგისტრირებულ აბორიგენებს აღრიცხავენ, მაშინ, როცა მათი ნაწილი ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად.
აბორიგენები თავიანთი ტრადიციული საცხოვრებელი გარემოდან ქალაქებში სწავლის ან სამუშაოს ძიების სურვილით მიდიან, თუმცა ხშირად არახელსაყრელ პირობებში უწევთ ცხოვრება და საჯარო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. ამავდროულად კი მათ, ვინც ურბანული დასახლებიდან შორს ცხოვრობენ, არ აქვთ შესაბამისი სანიტარული პირობები და აღჭურვილობა. სწორედ ამის გამო 15 წლის ბიჭი, რომელიც იანომამის ხალხის ამაზონის ჯუნგლებში დასახლებულ სოფელში ცხოვრობდა, ერთ-ერთი პირველი აბორიგენი იყო, რომელიც აპრილში კორონავირუსით გარდაიცვალა.
"პანდემიის წინააღმდეგ ბევრი არჩევანი არ გვაქვს. ამის გამო ჩვენ მთლიანად იზოლაციაში ვართ, გარესამყაროსგან ბარიერით შემოვისაზღვრეთ და ვცდილობთ, არავინ გავიდეს გარეთ," — განაცხადა ერთ-ერთი აბორიგენი ჯგუფის წარმომადგენელმა, დინამან ტუხამ.
ტუხას ხალხში ჯერ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ასე. უკვე 60-ზე მეტ აბორიგენულ დასახლებაში დაფიქსირდა Covid-19, მათ შორის უმეტესობა ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს საავადმყოფოში მოხვედრა მხოლოდ ნავების ან თვითმფრინავის საშუალებით შეუძლიათ.
აბორიგენების ჯგუფები ხშირად ამაზონის ჯუნგლებში, თანამედროვე ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობენ, თუმცა მათი დასახლების პრობლემა ბოლო წლებში კიდევ უფრო პრობლემური ხდება, რადგან აქტიურად მიმდინარეობს ჯუნგლების გაჩეხა.
აბორიგენი მოსახლეობის დამცველი ჯგუფები მუდმივად აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ უკანონო მრეწველობა და ხე-ტყის ჩეხა, რომელიც ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მმართველობისას განსაკუთრებით გაიზარდა, აბორიგენ მოსახლეობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.
მაგალითად, გასულ წელთან შედარებით 2020 წლის აპრილში ტყის გაჩეხის მაჩვენებელი 64%-ითაა გაზრდილი.
"ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებ აბორიგენ ხალხს იმ დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო ანტისხეულები არ აქვთ, რომელიც მათ საცხოვრებელ გარემოში გარედან მოხვდა. ძალიან დიდი საფრთხეა, რომ კორონავირუსი მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდეს და ეს ნამდვილ გენოციდს გამოიწვევს", — ამბობს ბრაზილიელი აქტივისტი და ფოტოგრაფი, სებასტიან სალგადუ.
გასულ კვირას ბრაზილიის კონგრესმა მიიღო სასწრაფო გეგმა აბორიგენი მოსახლეობის დასახმარებლად, რაც ითვალისწინებს მათი სამედიცინო აღჭურვილობით, წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას, რათა გარესამყაროსგან სრულად იზოლაცია შეძლონ და ასე დაიცვან თავი. თუმცა ეს გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, მას სენატის, შემდეგ კი პრეზიდენტ ბოლსონარუს თანხმობა სჭირდება, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის ნაკლებად ეფექტური მეთოდებითა და აბორიგენ მოსახლეობასთან მტრული დამოკიდებულებითაა ცნობილი.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები