საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი თავდაცვის ძალები და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოებაა.

"დღეს უჩვეულო 26 მაისია. საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით.

ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის", — განაცხადა მან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური საზეიმო ღონისძიებებით არ აღინიშნა. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი სამხედრო ძალებს ვაზიანის ბაზაზე შეხვდნენ.