ილონ მასკმა და გრაიმსმა შვილს სახელი (ოდნავ) შეუცვალეს
როცა, როგორც იქნა, გრაიმსის და ილონ მასკის შვილის უჩვეულო სახელის წერა ვისწავლეთ, მისი მშობლები ადგნენ და ბავშვს სახელი შეუცვალეს.
თვის დასაწყისში Tesla-ს და Space X-ის დირექტორმა, ილონ მასკმა, შვილის დაბადება ტვიტერის პოსტით გვახარა და სახელიც გაგვიმხილა: X Æ A-12 მასკი.
თუმცა, მალევე გამოითქვა ვარაუდი, რომ უცნაურ მეტსახელს, შესაძლოა, ვერ დაეკმაყოფილებინა იმ შტატის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადაც წყვილი ცხოვრობს — კალიფორნიაში სახელისთვის მხოლოდ ინგლისური ენის 26 ანბანური სიმბოლოს გამოყენებაა დაშვებული.
კვირას გრაიმსმა ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის კომენტარებშიც ფანები მისი შვილის სახელის ბედით დაინტერესდნენ.
"კალიფორნიის კანონების გამო ბავშვისთვის სახელის შეცვლა მოგიწიათ? ახლა რა ჰქვია?" — ჰკითხა მუსიკოსს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
"X Æ A-Xii", — უპასუხა გრაიმსმა ისე, რომ სახელის ოდნავ შეცვლის მიზეზი არ დაუზუსტებია.
მომღერალმა სხვა კომენტარსაც უპასუხა: "ისე, რომაული ციფრები უკეთ გამოიყურება".
გრაიმსს შვილის თავდაპირველი სახელის მნიშვნელობა ცნობისმოყვარე ფანებისთვის უკვე ახსნილი ჰქონდა.
კანადელმა მუსიკოსმა, რომლის ნამდვილი სახელი კლერ ელიზ ბუშეა, განაცხადა, რომ სახელში X უცნობ ცვლადს აღნიშნავს.
Æ ხელოვნური ინტელექტის ელფური მართლწერაა და, ამავდროულად, რამდენიმე ენაში, მათ შორის იაპონურში, სიყვარულს აღნიშნავს.
"A-12 წინამორბედია SR-17-სა, რომელიც ჩვენი საყვარელი კოსმოსური ხომალდია. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა, მხოლოდ სიჩქარე. მებრძოლი, მაგრამ არაძალადობრივი", — დასძინა გრაიმსმა.
A სახელში მთავარანგელოზსაც (Archangel) აღნიშნავს, რომელიც, გრაიმსის განცხადებით, მისი საყვარელი სიმღერაა.
ფანები იმითაც დაინტერესდნენ, როგორ წარმოითქმის ბავშვის სახელი და ამაზე ბედნიერ წყვილს განსხვავებული ინტერპრეტაციები აღმოაჩნდა.
კითხვის პასუხად გრაიმსმა ინსტაგრამზე დაწერა: "X წარმოითქმის როგორც ასო-ბგერა ექსი. მერე A.I. — ჩვეულებრივ, როგორც ამბობთ ეი-ს (A) და შემდეგ აი-ს (I).
თუმცა, მასკმა პოდკასტის წამყვან ჯო როგანთან სახელის წარმოთქმის წესი სხვაგვარად ახსნა. "ანუ, ეს უბრალოდ ექსია, როგორც ასო-ბგერა. ხოლო, Æ ეშ-ად წარმოითქმის... შემდეგ კი, ეი-12, ეს უკანასკნელი ჩემი წვლილია სახელში", — განაცხადა მან.
X Æ A-Xii წყვილის პირველი საერთო შვილია. მასკს ხუთი სხვა შვილიც ჰყავს წინა ქორწინებიდან: ტყუპები — გრიფინი და ხავიერი და სამი ტყუპი — დემიენი, საქსონი და კაი.
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
კომენტარები