ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ არარსებული ვაქცინის დაძალება ადამიანისთვის ეშმაკისეულია. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, ამიტომ მასზე აქცენტის გაკეთება ხელოვნურ დაძაბულობას ქმნის. ამ თემაზე მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

"რაც აქამდე არსებობდა ვაქცინები, ყველანი ვიკეთებთ. მე არ ვიკეთებ, იმიტომ, რომ არ მჭირდება ფიზიკურად, არასოდეს გრიპი არ მქონია, რატომ გავიკეთებ ტყუილად. მაგრამ არავის არ ვუკრძალავ, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვუკეთებ… რა ვიცი ახლა, ეს ვაქცინა რა არის, აცრაზე არ არის ლაპარაკი? აცრა და მკურნალობა კიდევ ხომ ერთი და იგივეა, პრევენციაა ხო?! ჰოდა, როცა ვიცით და შემოწმებული გვაქვს, გამოვიყენოთ, რაც არ ვიცით იმაზე, რა უნდა ვთქვათ", — თქვა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მიტროპოლიტს არ დაუკონკრეტებია ვინ "აძალებს" ადამიანებს არარსებული ვაქცინის გაკეთებას.