ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩადის. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

"ასე ვამარცხებთ Covid-19-ს" — ასე ქვია ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ შენობაში ინტენსიურად წვიმს და ვედროებით წყლის აგროვების მიუხედავად, იატაკი სველია.

მათივე გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ იგივე სიტუაცია არაერთ სხვადასხვა ოთახშია.

ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულთა ერთ-ერთი მთავარი მიმღები იყო ქვეყანაში ინფიცირების დაფიქსირების პირველივე დღიდან.