ზუგდიდში, საკრებულოს წევრს, ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ბართლომე შელიასა და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ. გამოძიების მიხედვით, შემთხვევა 2020 წლის 7 აპრილს ზუგდიდის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. განცხადებაში აღნიშნულია,რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

"იმავე დღეს,დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.-მ რ.ზ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.-მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო", — წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურაში აპირებს, რომ სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვოს.