ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში კომუნიკაცია ან განხილვები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ვთვლი, რომ პრემიერი ძალიან წარმატებით უძღვება ქვეყანაში არსებულ მოვლენებს", — აღნიშნა მინისტრმა.

ბოლო რამდენიმე დღეა მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს.