გუდაურში კაფე "ვიტამინის" შენობა დაიწვა. ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და ამბობენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა.

უწყების ინფორმაციით, ადგილობრივმა მეხანძრეებმა კვამლი შენიშნეს, ადგილზე მისულებს კი შენობა დამწვარი დახვდათ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია რა გახდა ხანძრის მიზეზი და რა მუხლით დაიწყება გამოძიება.