ქუჩის მხატვარმა გაგოშამ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ტყის კოდექსი ახალი სტენსილით გააპროტესტა.

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც საპატრიარქოს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემას უშვებს — არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

გაგოშას ნახატში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელთანაა, სასულიერო პირი ტყეში ხეს ნიშნავს, საიდანაც ფრინველები გასაფრენად ემზადებიან და ბუდეს ტოვებენ.