სომხეთში კორონავირუსი კიდევ 452 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, დადასტურებულია 7 113 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 87 ადამიანი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81-ით გაიზარდა და 3 145 შეადგინა.

როგორც ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ეპიდემიის დაწყების დღიდან კოვიდინფიცირებული 39 პაციენტი სხვა მიზეზით გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: