დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

მისი ინფორმაციით, მათთან ამ ეტაპზე 34 კორონავირუსდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მისი განმარტებით, კლინიკაში მყოფი 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.

"ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე", — განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამდროისთვის ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების 72% გამოჯანმრთელდა.

"გამოჯანმრთელებულების რაოდენობა პროცენტულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72%. დადასტურებული 72% გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში და ეს დაახლოებით 26%-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე სტაციონარში", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 3 076 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 300.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: