კარანტინმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, როგორ გვიყვარს მეგობრები, ოჯახის წევრები და.... ცხოველები.

მართალია, ეს ვიდეო ესპანურ ენაზეა, მაგრამ იმდენად უნივერსალურია, რომ თარგმნაც კი არ სჭირდება. უბრალოდ მოუსმინეთ, როგორ უკანკალებს კაცს ხმა, როცა საკუთარ ვირს დიდხნიანი განშორების შემდეგ ხვდება.

როგორც ესპანური რადიოსადგური Cope აცხადებს, კაცს ისმაელ ფერნანდეზი ჰქვია და ის მალაგაში ცხოვრობს. დასახლება ორი თვის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, ამასობაში კი ვირს მისი და უვლიდა. ვიდეო ცხოველისა და პატრონის პირველ შეხვედრას ასახავს.

იფიქრებდით, რომ შეიძლებოდა ეს სცენა ასეთი გულისამაჩუყებელი შეიძლება ყოფილიყო?