პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ, რომელსაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

უწყების ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 21 მაისს ყოფილ ცოლზე ფიზიკურად იძალადა და ის მეორე დღეს დააკავეს. გარდა ამისა, ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.