ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი უსაფრთხოების შესახებ ჰონგ-კონგში კვლავ აქციების მიზეზი გახდა. ასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა, პოლიციამ კი ისინი ცრემლსადენი გაზით დაშალა.

პროდემოკრატრიული მოძრაობები აპროტესტებენ ახალ კანონპროექტს, რომელიც ავტონომიურ ერთეულში კრძალავს სეპარატისტულ მოძრაობებს, ასევე უცხო ქვეყნების მხრიდან ჩარევას კრძალავას. პროექტის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ამით
"ერთი ქვეყნის — ორი სისტემის" პრინციპს არღვევს და თავისუფლების შეზღუდვას დაიწყებს.

პროტესტის მონაწილეები კვირას ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო რაიონში შეიკრიბნენ. ისინი სკანდირებდნენ "იყავი ჰონგ-კონგთან ერთად", "თავისუფლება ჰონგ-კონგს" და "ჩვენი დროის რევოლუცია".

ახალი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს, 22 მაისს წარადგინეს. აღნიშნული აქციები კი გაგრძელებაა იმ მრავალთვიანი პროტესტის, რომელიც ერთი წლის წინ ასევე კანონპროექტის გამო დაიწყო.

ამავე თემაზე: