ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია 2 პირს დაუდგინდა. ამავე დროს, ვირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ქვეყანაში COVID-19-ის 730 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 522 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

"დღესდღეობით კოვიდცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს", — აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ექიმი ამბობს, რომ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო მეორე საკარანტინო სივრციდანაა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: