აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა, მარტის შემდეგ პირველად, 100-ზე ნაკლებია. ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, განახლებული სტატისტიკის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ისაუბრა. მისი თქმით, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვები იქნება "ნებისმიერი კანონიერი მიზნით", ქვეყნის მასშტაბით.

აპრილის განმავლობაში ვირუსით ყველაზე დაზიანებულ ნიუ იორკის შტატში, ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა. ნიუ იორკის შტატი აშშ-ში ეპიდემიის ეპიცენტრი იყო, სადაც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით 28 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ში ყველაზე მეტი ადამიანი (96 000) დაიღუპა კორონავირუსის შედეგად. გარდაცვალების სტატისტიკით მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (36 000).