როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარი საქართველოში — ფორმულა
საარჩევნო რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში გადანაწილდება. ეს სქემა ტელეკომპანია ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.
ტელეკომპანიასთან საუბარში ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ეს რუკა ემთხვევა იმას, რაზეც იმუშავეს. მისივე თქმით, მთავარი კრიტერიუმი მოსახლეობის რაოდენობა და რეგიონების საზღვრები იყო. მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, რუკა სამუშაო ვერსიაა. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ამან საბოლოო სახე მიიღოს და არც იმას, რომ შეიცვალოს.
ამავე ტელეკომპანიის ცნობით, ოლქები შემდეგნაირად განაწილდება:
- რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი: ერთი მაჟორიტარული ოლქი;
- სამეგრელოში: ხობს, ფოთსა და სენაკს — ერთი დეპუტატი; აბაშას მარტვილს, ჩხოროწყუსა და წალენჯიხას ერთი დეპუტატი; ზუგდიდსაც — ერთი დეპუტატი;
- იმერეთში: ვანს, სამტრედიას, ხონსა და წყალტუბოს საერთო მაჟორიტარი ეყოლებათ; ერთი ოლქი იქნება: ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული. ერთ ოლქად გაერთიანდება ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერეც. ცალკე მაჟორიტარი ეყოლება ქუთაისს;
- გურია: ერთი მაჟორიტარი;
- აჭარა: ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაურის ნაწილი — ერთი ოლქი; ხელვაჩაურის მეორე ნაწილს ქობულეთთან ერთად ცალკე მაჟორიტარი ეყოლება. მესამე საარჩევნო ოლქი იქნება ბათუმი;
- შიდა ქართლი: ორი საარჩევნო ოლქი;
- ქვემო ქართლი: სამი მაჟორიტარი დეპუტატი;
- სამცხე-ჯავახეთი: ორი ოლქი;
- მცხეთა-მთიანეთი: ყაზბეგს, დუშეთს, მცხეთას და თიანეთს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება;
- კახეთი: საგარეჟოს, გურჯაანს, სიღნაღს და დედოფლისწყაროს ერთი დეპუტატი, მეორე კი ახმეტას, თელავს, ყვარელს და ლაგოდეხს ეყოლება;
- თბილისი: მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდება.
ჯერჯერობით, ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანია. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მათი გათავისუფლების გარეშე ისინი უარს აცხადებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ.
ოპოზიციის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი მისასალმებელია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ თუ საპატიმროს გიორგი რურუაც არ დატოვებს.
8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები