24 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა უმასპინძლებს ონლაინდისკუსიას თემაზე: "დისტანციური სწავლება — ცვლილებები სამედიცინო განათლების მენეჯმენტში".

შეხვედრა წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და მედიცინის სკოლების წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ივანე აბიათარი.

სადისკუსიო თემები და სპიკერები:

პანელი 1: დისტანციური სამედიცინო სწავლების უცხოური გამოცდილება

  • სპიკერი: ორიტ კოენ კასტელი — მედიცინის დოქტორი, პირველადი ჯანდაცვის რგოლის კლინიკის ხელმძღვანელი, ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (TECHNION) საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰაიფას უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამენტის უფროსი ლექტორი, ისრაელი. თემა: "დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი გამოცდილება";
  • სპიკერი: ქეთი ფხალაძე, რურის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, წმ. ჯოზეფის საავადმყოფოს თანამშრომელი, ბოხუმი, გერმანია თემა: "ცვლილებები სასწავლო პროცესში და სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები".

პანელი 2: სტუდენტთა და ლექტორთა მხარდამჭერი ღონისძებები დისტანციური სწავლებისას

  • სპიკერი: ჯანა ჯავახიშვილი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი. თემა: "დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სტრესი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა";
  • სპიკერი: ნონა ზუმბაძე — საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. თემა: "დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური გამოწვევები და საჭირო რესურსები. ლექტორთა და სტუდენტთა მხარდაჭერა";
  • სპიკერი: ნინო შიუკაშვილი — პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. თემა: "ეფექტური სწავლების მეთოდები დისტანციურ განათლებაში".

პანელი 3: დისტანციურად წარმართული სასწავლო პროცესის გამოწვევები მართვა/კონტროლი/მონიტორინგი

  • სპიკერი: ლალი მეკოკიშვილი — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. თემა: "საგამოცდო ტესტების ვალიდაცია";
  • სპიკერი: ელენე ჟურავლიოვა — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. თემა: "ეთიკის საკითხები დისტანციური სწავლებისას და შეფასებისას; უფლება- მოვალეობები და რეგულირება";
  • სპიკერი: გაიანე სიმონია — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: "სწავლებისა და სწავლის ხარისხის უზრუნველყოფის გამოწვევები დისტანციური სწავლებისას".

პანელი 4: საინიციატივო საკითხებზე მსჯელობა; სამუშაო ჯგუფ(ებ)ის ფორმირების პერსპექტივა

  • სპიკერი: გიორგი ცხვედიანი — ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი. თემები: "სასწავლო კურსების კლინიკური კომპონენტის მიმდინარე და საგამოცდო შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მისი შესაბამისობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესთან"; "სამედიცინო პორტოფოლიოს შეფასებისა და კვალიფიკაციის მინიჭებისას გათვალისწინების სამართლებრივი რეგულირების საკითხი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრების კრედიტებით გაანგარიშების წესთან მიმართებით".

დრო: 24 მაისი, 16:00 საათი. ადგილი: ონლაინდისკუსია წარიმართება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის ფეისბუქის გვერდზე ფეისბუქლაივის მეშვეობით.