კომენდანტის საათი ოფიციალურად გაუქმდა და 53 დღეში პირველად, ღამის თბილისში ტაქსით გადაადგილება შეგიძლიათ. ვინაიდან პარლამენტს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული, კომენდანტის საათის შეზღუდვაც სწორედ 22 მაისის დასრულებამდე გაგრძელდა და არა დილის 6 საათამდე.

ბოლტის აპლიკაციაში მითითებულია, რომ ფასები მოთხოვნის გამო გაზრდილია, რაც სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ გაგვახარებდა, მაგრამ ახლა, ცოტა არ იყოს, სასიამოვნოა.