იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გული წყდება, რომ დასავლელი პარტნიორები "ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას" არ უსმენენ. მისი განცხადებით, ეს პოლიტიკოსები ქვეყნის მხარდამჭერები არიან, მაგრამ სხვა ტაქტიკით უნდა იმოქმედონ.

"ერთადეთი რაზეც მე პროდასავლელ, ქართველ იუსტიციის მინისტრს მწყდება გული, თუკი რამეზე შეიძლება ამ სიტუაციაში გული დამწყდეს, მე რომ ვიყო მათ ადგილას... ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ჩვენი ქვეყნისთვის უნდათ საუკეთესო, მაგრამ უფრო მეტად მოვუსმენდი ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას", — განაცხადა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.