იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ამისთვის მზად არის სიწმინდეებზე დაიფიცოს.

"არ არის ეს ჩემი ინტერპრეტაცია. პატიმრების გათავისუფლება არ წერია არსად. [...]

ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, არ ყოფილა [შეთანხმების ნაწილი]. ეს არის ტყუილი", — განცხადა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

მმართველი გუნდი ოპოზიციის საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ შეთანხმებაზე პოლიტიკოსების გვარები და სახელები და მათი გათავისუფლება არ უხსენებიათ.

წულუკიანი აცხადებს, რომ ასეთი სურვილები არსებობდა, მაგრამ არც შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა და არც მოლაპარაკებებისას განუხილავთ, როცა ის ესწრებოდა.