იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგუალავას შეწყალების შესახებ უსამართლო იყო.

"ვინაიდან, ჩვენ სისტემაში გვყავს 40, 50, 60, 100, 150 პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება, თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, დავესესხები ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ამის შეწყალებაზე ფიქრი", — განაცხადა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

წულუკიანის თქმით, პრეზიდენტმა განმარტა რატომ შეიწყალა ისინი, მაგრამ ეს განმარტება არ აკმაყოფილებს.