იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგუალავას შეწყალების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად მისთვის პრემიერს არ დაურეკავს. წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას არც უნდა დაერეკა და ამის მოლოდინი არ ჰქონია.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ შეწყალების შესახებ იმავე დღეს 16 საათზე გაიგო, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა დოკუმენტების ფორმალურ ნაწილზე.