23 მაისიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, პირბადე გამოიყენოს. ასევე, ძალაში რჩება შეზღუდვა ტაქსით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შესახებ. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ისევ აკრძალულია Covid-19-თან ბრძლისთვის საჭირო სამედიცინო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა. ასევე, სახელმწიფო სერვისების ნაწილი ისევ დისტანციურად იმუშავებს. გარდა ამისა, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა, ასევე, საქალაქთაშორისო;
  • რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხარებლის ადგილზე კვებით მომსახურება;
  • სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინე ზონებისა;
  • ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა;
  • მოლებისა და ბაზრების ფუნქციონირება, გარდა უკვე გახსნილი აგრარული ბაზრებისა;
  • სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ჩატარება;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფორმით.