23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვაც. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ისევ აკრძალულია Covid-19-თან ბრძლისთვის საჭირო სამედიცინო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა. ასევე, სახელმწიფო სერვისების ნაწილი ისევ დისტანციურად იმუშავებს. გარდა ამისა, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა, ასევე, საქალაქთაშორისო;
  • რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხარებლის ადგილზე კვებით მომსახურება;
  • სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინე ზონებისა;
  • ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა;
  • მოლებისა და ბაზრების ფუნქციონირება, გარდა უკვე გახსნილი აგრარული ბაზრებისა;
  • სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ჩატარება;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფორმით.