იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროეტის ირგვლივ მიმდინარე დებატები პარლამენტში უსაგნო და ღიმილისმომგვრელი იყო.

"ჩვენ აბსოლუტურად გაუგებრად ვთვლით და მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ. ეჭვი მთავრობაზე, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მიიღება, თურმე მთავრობის მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცა ტიპის ხელისუფლების უზურპაციისთვის, არის, რა თქმა უნდა, ღიმილიმომგვრელი და უპასუხისმბგებლო განცხადება", — აღნიშნა მან.

მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობას უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდა, ვიდრე ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, მაგრამ არადანიშნულებისამებრ არცერთი ზომა არ გაუტარებია.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. ინიციატივას პროტესტი მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონი იყოს დროებითი. ინიციატივას ამ დათქმით მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.

გაიგეთ მეტი: