GR Music-მა პანდემიისგან დაცარიელებულ ქალაქში მორიგი ლაივ სეტი გადაიღო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ელექტრონული მუსიკა ბევრის წარმოდგენით ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას და ხშირად, წარმოუდგენელიც კია, როგორ შეიძლება მათ რაიმე საერთო მოვუძებნოთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თუ ამ ორ ელემენტს ისეთ გამორჩეულ იდეასაც დაამატებ, როგორიც შენი კულტურის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაა, საინტერესო და ორიგინალურ პროდუქტს მიიღებ. სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით დაიბადა GR Music, ქართული პროექტი, რომელიც ჩვენი ისტორიის ექოს ადგილობრივი არტისტების ცოცხალ სეტებში გვასმენინებს.
თანამედროვე და ძველი კულტურის ელემენტების შერწყმაზე ადრე უკვე მოგიყევით. თუმცა, თუკი ჯერაც არ გსმენიათ GR Music-ზე, გეტყვით, რომ ეს Georgian Rave-ის პროექტია, რომლის ფარგლებში ქართული უნიკალური ისტორიული ადგილების ფონზე ცოცხალი სეტები ეწყობა. საბოლოო პროდუქტი კი მსმენელამდე შთამბეჭდავი ვიდეოების სახით აღწევს.
GR Music-მა ქართველ მუსიკოსებთან — Toke, Michailo და Mind Static-თან ერთად ლაივ სეტები სამშვილდედან, უფლისციხიდან და თბილისის ანძიდან უკვე მოაწყო. სულ ბოლოს კი კიდევ უფრო ორიგინალური პროექტი შემოგვთავაზა და კარანტინის დროს დაცარიელებული ქალაქის გულში სრული სიჩუმე Generali Minerali-ს მუსიკით დაარღვია.
"კარანტინის გამო თბილისში გამოვიკეტეთ, ვეღარ ვახერხებდით, წავსულიყავით სხვადასხვა ადგილებში და სეტები მოგვეწყო, თუმცა, გაჩერება არ გვინდოდა. არ გვინდოდა კომენდანტის საათის დროს დაცარიელებული ქალაქის და ქუჩების გადაღების შანსი ხელიდან გაგვეშვა", — გვიყვება პროექტის დამფუძნებელი გიორგი დეკანოიძე.
Generali Minerali ქართველი არტისტია, რომელსაც ლაივების შესრულების კუთხით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანამედროვე შემსრულებლებს შორის. ამჯერად კი ცარიელი თბილისის ფონზე მან 20-წუთიანი ლაივ სეტი შემოგვთავაზა.
როგორც Georgian Rave-ში გვიყვებიან, წინასწარ არასდროს იციან, რას დაუკრავს მათ მიერ შერჩეული მუსიკოსი. ისინი მხოლოდ ლაივის შემსრულებელ არტისტებს არჩევენ, დანარჩენი კი სიურპრიზად რჩება.
მალე GR Music ლაივ სეტებს ისევ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან შემოგვთავაზებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დათო ევგენიძისა და დიჯეის კოლაბორაციაც იგეგმება . მანამდე კი მოუსმინე ისტორიის ექოს სამშვილდედან
უფლისციხედან
თბილისის ტელე-ანძიდან
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები