საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე კამათის გაგრძელება შეიძლება, თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისკენ იქნება მიმართული.

"არაკონსტიტუციურობის თემაზე შეიძლება გავაგრძელოთ კამათი, მაგრამ ეს კამათი მიგვიყვანს იქამდე, რა სურათიც არსებობს, რომ ნაცმოძრაობის კლასტერს, სადაც უპირატესობა ევროპულმა საქართველომ მოიპოვა, უნდა რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომ გახედო, რა ხდება მსოფლიოში, საშიშროება რეალურია. მეორეს მხრივ, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები და მესამე ვარიანტია რომ ჩავშალოთ საკონსტიტუციო ცვლილებები", — თქვა მან.