როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად ყველა სიტუაციაში — ფიტნეს-ინსტრუქტორის 8 რჩევა
ძალიან რთულია სწორად იკვებო შვებულების, მეგობრული შეკრებების, დღესასწაულების დროს. ასეთ დროს საკუთარი თავის "მიშვების" ცდუნება ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რაც მოჰყვება ხოლმე რუტინიდან ამოვარდნას.
მე მოგცემთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებში მაინც შეძლოთ თქვენი კვების რეჟიმის დაცვა და ამავე დროს, სიამოვნებაც მიიღოთ გემრიელი საჭმლისგან.
1. მოაშორეთ ფრინველის ხორცს კანი
როდესაც თქვენს თეფშზე ქათმის ან სხვა ფრინველის ხორცს გადაიღებთ, აუცილებლად მოაშორეთ კანი. იმის მიუხედავად, რომ კანი ზოგ ადამიანს ძალიან ეგემრიელება, მას დიდი რაოდენობით ცხიმი და ქოლესტერინი აქვს. ეს მხოლოდ სუფრაზე გასათვალისწინებელი რჩევა არ არის. კანს ყოველთვის უნდა მოერიდოთ.
2. ისაუზმეთ კარგად
არ იფიქროთ, რომ საუზმისგან თავის არიდება წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გაღვიძებისას ორგანიზმი ”მშიერია“, შესაბამისად აუცილებად უნდა მივაწოდოთ საკვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი ცხიმის სახით შეინახავს ენერგიას.
3. შეივსეთ თეფში ბოსტნეულით
გახსოვდეთ, აუცილებელია, პორციის 2/3 სხვადასხვა სახის ბოსტნეულით შეავსოთ. ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ, რომ არ გადაიღოთ თეფშზე სხვა არაჯანსაღი პროდუქტი დიდი რაოდენობით. ბოსტნეული ადვილად და ჯანსაღად დაგანაყრებთ.
4. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი
ჩვენი ორგანიზმი ხშირად გვანიშნებს, რომ გვწყურია. ამიტომ დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი ჭამამდე და ჭამის შემდეგ დაახლოებით 30 წუთის ინტერვალით. წყალი საჭიროა თქვენი ორგანიზმის დეჰიდრატაციისგან დასაცავად. ხანდახან ადამიანები წყურვილს ვერ გრძნობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა წყლის სმა ჩვევად აქციოთ. რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყლის დალევა.
5. შეამცირეთ ტკბილეული და ხილი რაციონში
არ გეუბნებით იმას, რომ ტკბილეული საერთოდ უნდა დაივიწყოთ, მაგრამ შეეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და ხილი მხოლოდ ერთეული სახით მიიღოთ (ერთი ვაშლი ან ერთი ბანანი). ხილში, ისევე როგორც ნამცხვარსა თუ შოკოლადის ფილაში, დიდი რაოდენობით შაქარია. ასე რომ, ნუ დააჯერებთ თავს, რომ ხილის უზომო რაოდენობით ჭამა სასარგებლოა თქვენი სხეულისთვის.
6. დაუყოvნებლივ დატოვეთ მაგიდა
მას შემდეგ, რაც ყველა დაასრულებს ჭამას, შეეცადეთ, რომ გარშემო მსხდომებთან ერთად გადაინაცვლოთ სხვა ოთახში ან თუნდაც იმავე ოთახში, ოღონდ მაგიდისგან შორს. იჯდე მაგიდის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში და არ გააგრძელო ჭამა - თითქმის შეუძლებელია. თუ გინდათ, ხელი არ წაგიცდეთ, გადაჯექით სხვაგან, თავი საუბრით ან თამაშით გაირთეთ.
7. დახარჯეთ ენერგია
გააკეთეთ დილის კარდიო, ჭამამდე ფეხით გასეირნებით ან მეგობრებთან ერთად რამე გასართობით დაკავდით. თუ რუტინიდან ამოვარდით ან სირბილსა და ფეხით სიარულს გულს ვერ უდებთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სპორტია. ფეხბურთი ან კალათბურთი მინდორზე ან მინი სტადიონზე, ფრისბი პარკში და ა.შ. კიდევ ერთი გამოსავალი ცეკვაა - ჩართეთ თქვენი საყვარელი სიმღერა და მხიარული კარდიო გარანტირებულია.
8. გაერთეთ
დღის დასასრულს აუცილებლად მიიღეთ სიამოვნება იმით, რაც გიყვართ და გსიამოვნებთ. გაერთეთ მაქსიმალურად და მოერიდეთ სტრესს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გემრიელ საჭმელზე უარის თქმა სულაც არაა აუცილებელი, თუ ზომიერებას დაიცავთ.
ასევე იხილეთ: ფიტნეს-ინსტრუქტორ კონსტანტინე კალანდაძის 7 რჩევა წონის სწრაფი კლებისთვის
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები