ოპოზიციის უსაფუძვლო კრიტიკის მიხედვით ჩვენ ვერ ვიმოქმედებდით — კობახიძე კანონის ახალ დათქმაზე
"ოპოზიციის კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და უსაფუძვლო კრიტიკის საფუძველზე ჩვენ ვერ ვიმოქმედებდით", — ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას შეზღუდვების შესახებ კანონში ახალ დათქმასთან დაკავშირებით.
"ამას აქვს თავისი დროებითი დატვირთვა, ჩვენ გვჭირდება ივლისის ჩათვლით შეზღუდვების მოქმედება, აქედან გამომდინარე იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებიც. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია ივლისის კონკრეტული თარიღით შემოიფარგლოს ამ კანონის მოქმედების ვადა", — განაცხადა კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ
როგორც დეპუტატმა ივარაუდა, პარლამენტს შეეძლება, რომ უკვე 21 ივნისს უყაროს კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო 29 ივნისს მესამე მოსმენით დაასრულოს კანონპროექტის მიღება.
"ოპოზიციის კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და უსაფუძვლო კრიტიკის საფუძველზე ჩვენ ვერ ვიმოქმედებდით და ამაზე ვერ ავაგებდით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს. ამას მოითხოვდა ის მოცემულობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ისედაც ამ რეალობაში გვჭირდება ამ ნორმების მოქმედება. მაგალითად, ივლისის თვეში, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, შეგვეძლება საგანგებო მდგომარეობის აღდგენა", — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ახალი დათქმა დისკუსიის საფუძველზე შეიმუშავეს და ინიციატივა დეპუტატ კახა კუჭავას ეკუთვნის.
დღეს, 21 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება. პირველი მოსმენა დღეს იყო, ხოლო მეორე და მესამე მოსმენა, შესაბამისად, საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.
პლენარულ სხდომაზე განხილვის დასასრულს, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს შეზღუდვები იყოს დროებითი. კერძოდ, მისი განმარტებით, ეს ნორმები გარდამავალ დებულებებში გაიწერება და იქნება დროებითი, "პირობითად, 15 ივლისამდე".
"15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას", — თქვა მან.
კობახიძემ პარლამენტს შესთავაზა ეს იდეა დღესვე განიხილონ და აღნიშნა, რომ იდეა "სპონტანურია".
რამდენიმე წუთში კობახიძემ დააზუსტა, რომ იგულისხმება ივლისის რომელიმე რიცხვი და ამაზე მსჯელობაა საჭირო. კანონპროექტზე კენჭისყრა სწორედ ამ დათქმით გაიმართა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ნახეთ ვრცლად: მიმოსვლის, თავშეყრის, საკუთრების შეზღუდვა — რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები