დღეს გავიგეთ, რომ ოპოზიციონერებმა, იმ უამრავი სტანდარტის გარდა, რომელსაც საზოგადოება ვუყენებთ, ირაკლი კობახიძის გემოვნებაც უნდა დააკმაყოფილონ, რომელსაც გოიმების საკუთარი რეიტინგი აქვს გიგა ბოკერიას ლიდერობით.

გაინტერესებთ, ხართ თუ არა ირაკლი კობახიძის სტანდარტით გოიმი? პასუხის გაგებაში ჩვენი ტესტი დაგეხმარებათ.

მოდი, პირდაპირ მნიშვნელოვანი კითხვით დავიწყოთ: ხარ თუ არა ნამყოფი ლეიბორისტების ოფისში?

ფიქრობ თუ არა, რომ პრემიერს პარლამენტში მისვლის ეშინია?

ფიქრობ თუ არა, რომ შენში ბოროტი სულია ჩაბუდებული?

ეთანხმები თუ არა პოლიტპატიმრების გამოშვების გადაწყვეტილებას?

რომელი ეპითეტი უხდება ნაციონალურ მოძრაობას?