ვლადიმერ კონსტანტინიდი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფრომაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მათივე ცნობით, კონსტანტინიდი თანამდებობაზე 19 მაისს დაინიშნა. ის მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად მუშაობდა.

მანამდე, საგარეო საქმეთა მინსტრის მოადგილის პოსტი მიხეილ ნინუამ დატოვა.